კორპორაციული შეთავაზება

ვინ არის კარგი მარკეტერი?

  • კარგ მარკეტერს კრეატივი და დისციპლინა დაბალანსებული აქვს, გააჩნია უნარი და სურვილი, შეისწავლოს მიზნობრივი ბაზარი, აღიქვას მისგან წამოსული ყველაზე სუსტი სიგნალებიც კი.
  • მარკეტერს გაცნობიერებული აქვს, რომ პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებელი განყენებული, ორგანიზაციიდან დაშორებულ ადამიანთა ერთობლიობა არ არის. ეს ის ძირითადი რგოლია, რომლის დაკმაყოფილებაც მისი, ისევე, როგორც მისი ორგანიზაციის, მთავარი მიზანია.
  • მარკეტერს უნდა შეეძლოს, მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი და ზე-კმაყოფილიც კი ჰყავდეს. მან იცის, როდის არის რეკლამა იდეალური, რადგან იგი რგოლსა თუ სურათს მომხმარებლის თვალით აფასებს.
  • კვლევებმა აჩვენა, რომ მარკეტერი წარმატებით ვერასოდეს წარმოაჩენს და გაყიდის პროდუქტს, რომელსაც თვითონ არ იყიდდა და რომლისაც თვითონ არ სჯერა.

გაიარეთ რეგისტრაცია | 0%იანი განვადება