მენტორები

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს მედიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა ჟურნალისტად და ტელეწამყვანად „რუსთავი 2“-ზე, სადაც „თავისუფალი თემის“ წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ასევე, იყო რამდენიმე თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი TV „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. უძღვებოდა ცნობილ მეგაშოუს სახელწოდებით – „დიდი ათეული“. ამჟამად არის ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელი და მთავრი რედაქტორი, ასევე მუშაობს არაერთ მსხვილ კომპანიასთან კონსულტანტად PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით.

გიორგი ყანჩაველი –  აქვს 12 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში, მსხვილი IT  პროდუქტების მართვისა და დანერგვის მიმართულებით.  ამ ეტაპზე არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია  „ლემონდუ ბიზნესის“ დირექტორი, ასევე, ქართული კვების დელივერი კომპანია “ელვისი”-ს და სურსათის დელივერი კომპანია “მოიტანე”-ს დირექტორი.

2008 წლიდან აქტიურადაა ჩართული განათლების მიმართულებით, როგორც ტრენერის, ასევე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ლექტორის სტატუსით.

ქეთი ადეიშვილი – „საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრი. აქვს მარკეტინგის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2011-2013 წლებში მუშაობდა მარკეტინგული კვლევის და ბრენდინგის მრჩევლის პოზიციაზე კომპანია „ACT Group”-ში, 2013-2016 წლებში მუშაობდა მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე კომპანია „DIRSI”-ში. 2016-2016 წლებში მუშაობდა მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე კომპანია „Unix Development”-ში. 2016 წლიდან 2019 წლამდე კომპანია „King David”-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი. 2019 წლიდან დღემდე არის “Anagi Development”-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი.

გიორგი ბოჭორიშვილი – დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და „University of Nebraska Omaha” საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განხრით. წლების განმავლობაში მუშაობდა: „TBC ბანკის“, „რუსთავი 2“-ის, „Pepsi“-ს, „სარკე სტუდიოს“ მარკეტინგის მენეჯერად. ასევე, „ბამბა რუმსი“-ს გენერალურ მენეჯერად და კომპანია „JWT Metro”-ს კლიენტებთან მომსახურების მენეჯერად. ამჟამად არის „Hualing Group“-ის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის უფროსი.

დიმიტრი აბულაძე – University of New York in Prague-ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრი. „SMARTER.GE“-ის დამფუძნებელი, „AXIS“-ის მარკეტინგის დირექტორი. კომპანია „Alta”-ს ყოფილი მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, „კავკასიის უნივერსიტეტისა“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის ლექტორი.

ნიკოლოზ ბაქარაშვილი – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. აქვს გაყიდვების სფეროში, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კითხულობს ლექციებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ (GIPA). ამჟამად არის კომპანია „ფრესკოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი და გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო დარგში, ასევე კომპანია „სოკარის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. წარსულში (2015 – 2016) ნიკოლოზი მუშაობდა შპს “ჯეოპლანტი” ჩაი “გურიელი” & “რჩეული” კომერციული დირექტორის პოზიციაზე. 2012 – 2015 წლებში იკავებდა კომპანია “დეა კოსმეტიკის” გენერალური დირექტორის ხოლო 2001 – 2011 წლებში სადისტრიბუციო კომპანია “ალიანს საქართველოს” კომერციული დირექტორის პოზიციებს.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან აქვს საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.

ნოდარ ჯავახიშვილი – დამთავრებული აქვს „კავკასიის უნივერსიტეტი“ და „Charles University” საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს მიმართულებით. მუშაობდა კომპანია „ფუდმარტის“ მარკეტინგის ანალიტიკოსად, „სილქ როუდ ბანკის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსად, „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროს მენეჯერად, კომპანია „მეტრომარტის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსად, კომპანია „საგას“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, კომპანია „გორგიას“ მარკეტინგის უფროსად. ამჟამად არის „Hualing Group”-ის პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის
დეპარტამენტის უფროსი.

თაკო დოლაბერიძე – აქვს ივენთმენეჯერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ამჟამად
არის „Orangery Restaurant&Terrace“-ის ივენთმენეჯერი და სასტუმრო „ადამოს“ მენეჯმენტის
უფროსი.

 

 

გაიარეთ რეგისტრაცია | 0%იანი განვადება