მარკეტინგის საერთაშორისო სკოლამ გალელი სტუდენტის სწავლა დააფინანსა

მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა ISM-ისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, Eka Khoperia-ს თანამშრომლობის შედეგად მოხდა მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდის, Laura Papasqua-ს სწავლის სრული დაფინანსება. ლაურამ სკოლა გალში დაამთავრა, ახლა კი თბილისში სწავლობს.

”პირველ ფოტოზე მე და ლაურა პაპასქუა ვართ. ნიჭიერი და კარგი გოგო გალიდან, რომელიც სწავლობს თბილისში, მუშაობს კიდეც, ჩართულია კარგ პროექტებში და მოკლედ კარგად მიდის წინ! გალში დაამთავრა სკოლა❤️ ჩემმა ძალიან კარგმა მეგობრებმა ISM მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა -დან , სადაც მე პერიოდულად ვკითხულობ ლექციებს პიარზე, მარკეტინგსა და ჟურნალისტიკაზე, შემომთავაზეს, რომ ერთ წარმატებულ სტუდენტს გალიდან სრულად დაუფინანსებდნენ აღნიშნულ კურსს. ასეც გააკეთეს და დღეს მე და ლაურა პირველად შევხვდით ერთმანეთს. მეორე ფოტოზე მე და ჩემი სტუდენტები) კარგი ნაკადი იყო ამჯერადაც, მადლობა მათ ყველას❤️ ლაურა კი მართლა მაგარი გოგოა და ბევრი ასეთი სტუდენტი გვყავს გალიდან. ყველანაირად ვეცდები ჩემს გუნდთან და მეგობრებთან ერთად, მათ გვერდით ვიყოთ და როგორც შეგვიძლია გზაც გავუკვალოთ. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ცხადია. მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის ISM და პირადად Irina Chaxunashvili . ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ლაურას კი, პირობას გაძლევთ, ხშირად შეხვდებით, და არამხოლოდ ჩემს ფბ გვერდზე) Laura Papasqua

ეკა ხოფერია

ISM-ის გუნდი წარმატებებს უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში!