რატომ არის ბრენდინგი მნიშვნელოვანი?


რატომ არის ბრენდინგი მნიშვნელოვანი? თუ გვსურს, რომ ჩვენი პროდუქტი სხვა კომპანიების პროდუქტისგან გამოირჩეოდეს, ამისთვის აუცილებელია, რომ ის მომხმარებლისთვის ბრენდთან ასოცირდებოდეს. ბრენდთან ასოციაციის შექმნა იწვევს კომპანიისადმი მომხმარებლების ნდობის ჩამოყალიბებას. შესაძლოა, ბრენდული პროდუქცია უფრო ძვირადღირებული იყოს არაბრენდულთან შედარებით, მაგრამ მყიდველისთვის ის მაინც უპირატესია, რადგან იძლევა ხარისხის გარანტიას. “პროცესს, რომლის დროსაც პროდუქტი მომხმარებლისთვის ხდება ცნობადი შემდეგ კი მიმდინარეობს მუშაობა ცნობადობის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად, უწოდებენ ბრენდინგს.”

ნებისმიერი კომპანია ცდილობს, რომ პირველ რიგში ბრენდის ცნობადობა გაზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რეკლამა, რადგან მომხმარებლებს ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ რეკლამის საშუალებით მიეწოდებათ. რეკლამის არსებობა განაპირობებს იმასაც, რომ მომხმარებლებს არ ავიწყდებათ ესა თუ ის ბრენდი.

კომპანიას შეუძლია, რომ მომხმარებელს მის მიმართ უპირატესობის მინიჭების გრძნობა ჩამოუყალიბოს. ამ კავშირის გამო ადამიანმა შესაძლოა არაფრის ფასად არ შეანაცვლოს კონკრეტული ბრენდი სხვა ბრენდით. ასეთ შემთხვევებს სპეციალისტების ენაზე ბრენდის ექსკლუზიურობა ეწოდება და აღნიშნული სტატუსის მოპოვებას არცთუ ისე ბევრი ბრენდი ახერხებს. მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა ISM-ის მიზანია, რომ PR მენეჯმენტისა და მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებმა შეისწავლონ ეფექტური ბრენდინგის შექმნა. ინტერაქტიული ლექციის განმავლობაში გამოყენებული იქნება თეორიული და პრაქტიკული მასალები და განხილული იქნება შემდეგი თემები: ბრენდის ისტორია; ბრენდინგის მნიშვნელობა და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ბრენდის შექმნისას; ბრენდის ენა; ბრენდინგის პროცესი; პრაქტიკული სამუშაო და პრეზენტაცია. პროგრამის ფარგლებში ბრენდინგის შესწავლას 3 შეხვედრა (9 საათი) დაეთმობა.