რაში დაგვეხმარება მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა?

მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა ნებისმიერი ტიპის ბიზნესის სპეციალისტისთვის უმნიშნელოვანესია, რადგან სწორედ მარკეტინგის ძირეული ცნებებისა და პრინციპების ცოდნის საშუალებით შეიძლება გავხადოთ კომპანიის საქმიანობა წარმატებული. გამოცდილი მარკეტერებისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შექმნით ვერ დაიმკვიდრებს ბრენდი თავს ბაზარზე, ამისთვის აუცილებელია აღნიშნული პროდუქტით დაინტერესებულ ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, რაც სხვადასხვა ხერხებით მიიღწევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგის განხორციელების პროცესში კომპანიამ შეისწავლოს მომხმარებლის განწყობები, დამოკიდებულებები და შეხედულებები მისი პროდუქტის შესახებ, რაც თავის მხრივ, მოითხოვს იმას, რომ მარკეტერს შეეძლოს მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და სხვადასხვა მიდგომების შემუშავება.

მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა ISM-ში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგის თეორიას და ამ დარგში წლების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალებს, ასევე აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებს, რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება. კურსის განმავლობაში მარკეტინგის ლექტორი – დიმიტრი აბულაძე ისაუბრებს არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ საქართველოს ბაზარზე დაგროვილ გამოცდილებაზე.

ინტერაქტიული ლექციის განმავლობაში გამოყენებული იქნება თეორიული და პრაქტიკული მასალები და განხილული იქნება შემდეგი თემები: მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობის მართვა; პროდუქცია, მომსახურება და ბრენდინგის სტრატეგია; მყიდველის და გამყიდველის როლები / ბრენდის სწორი შენების სტრატეგია; მარკეტინგული ინფორმაციის მართვა; მარკეტინგის პრინციპები / მარკეტინგული მიქსი; სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა, პოზიციონირება; ბრენდის პოზიციონირება და მომხმარებლის მენტალური რუკა; ასოციაციური აზროვნება და ბრენდ მანტრა; ახალი პროდუქციის განვითარება და სასიცოცხლო სტრატეგიები; ინტერნეტ მარკეტინგი. PR მენეჯმენტისა და მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში მარკეტინგის შესწავლას 3 შეხვედრა (9 საათი) დაეთმობა.