ISM-ი ზრუნავს მომხმარებლების ჯანმრთელობაზე

მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა ISM-ისთვის მომხმარებელთა ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ, საქართველოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, სკოლასა და კომპანია „მედსითის“ შორის შედგა თანამშრომლობა, რის საფუძველზეც ISM-ის მომხმარებლები შეძლებენ COVID-19-ზე უფასო ტესტირებით სარგებლობას.

კლინიკა “მედსითი” წარმოადგენს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას, სადაც ყველა ასაკის და სქესის პაციენტს შეუძლია მიიღოს მაღალი ხარისხის, მრავალპროფილური, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც სადიაგნოატიკო, ასევე პრევენციული და სამკურნალო მიმართულებით.

კომპანია უზრუნველყოფს კვლევის სიზუსტესა და ხარისხთან ერთად ლაბორატორიების ყოველდღიურ მაღალ გამტარობას, რაც საშუალებას იძლევა, რომ ერთის მხრივ სწორად განაწილებული მობილური ჯგუფების საშუალებით მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რეაგირება დამკვეთის მიერ დასახელებულ ლოკაციაზე, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველიყოს ბილოგიური მასალის შესწავლა და დამკვეთისათვის დამოწმებული სახით ვალიდური კვლევის შედეგის მიწოდება.