სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თსუ ბიზნესის უმაღლესი სკოლა.
მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ჯორჯტაუნის(ვაშინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, ჰარვარდის(აშშ) ბიზნესსკოლასა და ჯონ კენედის სახელობის სკოლაში. მიღებული აქვს მოსკოვის(რუსეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. დაარსა ავტოგასამართი სადგურების ქსელი “კანარგო”, რომელიც მოგვიანებით “ვისოლის” სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე; 2000 წლიდან სათავეში უდგას “ვისოლის” დირექტორთა საბჭოს; არის პრეზიდენტი “ვისოლ ჯგუფისა”, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა “ვისოლი”, “სმარტი”, “ვენდი”, “დანკინ დონატსი”, “ვიანორი” და სხვა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ნიკოლოზ ბაქარაშვილი

ნიკოლოზ ბაქარაშვილი

ნიკოლოზ ბაქარაშვილი – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. აქვს გაყიდვების სფეროში, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კითხულობს ლექციებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ (GIPA). ამჟამად არის კომპანია „ფრესკოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი და გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო დარგში, ასევე კომპანია „სოკარის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. წარსულში (2015 – 2016) ნიკოლოზი მუშაობდა შპს “ჯეოპლანტი” ჩაი “გურიელი” & “რჩეული” კომერციული დირექტორის პოზიციაზე. 2012 – 2015 წლებში იკავებდა კომპანია “დეა კოსმეტიკის” გენერალური დირექტორის ხოლო 2001 – 2011 წლებში სადისტრიბუციო კომპანია “ალიანს საქართველოს” კომერციული დირექტორის პოზიციებს.
ეკა ხოფერია

ეკა ხოფერია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს მედიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა ჟურნალისტად და ტელეწამყვანად „რუსთავი 2“-ზე, სადაც „თავისუფალი თემის“ წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ასევე, იყო რამდენიმე თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი TV „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. უძღვებოდა ცნობილ მეგაშოუს სახელწოდებით – „დიდი ათეული“. ამჟამად არის ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელი და მთავრი რედაქტორი, ასევე მუშაობს არაერთ მსხვილ კომპანიასთან კონსულტანტად PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით.
მაია ასათიანი

მაია ასათიანი

მაია ასათიანი – ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი და საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი. 2020 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“.
ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან აქვს საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.
დიტო აბულაძე

დიტო აბულაძე

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი – დამთავრებული აქვს „კავკასიის უნივერსიტეტი“ და „Charles University” საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს მიმართულებით. მუშაობდა კომპანია „ფუდმარტის“ მარკეტინგის ანალიტიკოსად, „სილქ როუდ ბანკის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსად, „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროს მენეჯერად, კომპანია „მეტრომარტის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსად, კომპანია „საგას“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, კომპანია „გორგიას“ მარკეტინგის უფროსად. ამჟამად არის „Hualing Group”-ის პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გიორგი ყანჩაველი

გიორგი ყანჩაველი

თაკო დოლაბერიძე

თაკო დოლაბერიძე

თაკო დოლაბერიძე – აქვს ივენთმენეჯერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ამჟამად
არის „Orangery Restaurant&Terrace“-ის ივენთმენეჯერი და სასტუმრო „ადამოს“ მენეჯმენტის ხელმძღვანელი.
გიორგი ბოჭორიშვილი

გიორგი ბოჭორიშვილი

გიორგი ბოჭორიშვილი – დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და „University of Nebraska Omaha” საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განხრით. წლების განმავლობაში მუშაობდა: „TBC ბანკის“, „რუსთავი 2“-ის, „Pepsi“-ს, „სარკე სტუდიოს“ მარკეტინგის მენეჯერად. ასევე, „ბამბა რუმსი“-ს გენერალურ მენეჯერად და კომპანია „JWT Metro”-ს კლიენტებთან მომსახურების მენეჯერად. ამჟამად არის „Hualing Group“-ის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის უფროსი.
ქეთი ადეიშვილი

ქეთი ადეიშვილი

ქეთი ადეიშვილი – „საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრი. აქვს მარკეტინგის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2011-2013 წლებში მუშაობდა მარკეტინგული კვლევის და ბრენდინგის მრჩევლის პოზიციაზე კომპანია „ACT Group”-ში, 2013-2016 წლებში მუშაობდა მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე კომპანია „DIRSI”-ში. 2016-2016 წლებში მუშაობდა მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე კომპანია „Unix Development”-ში. 2016 წლიდან 2019 წლამდე კომპანია „King David”-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი. 2019 წლიდან დღემდე არის “Anagi Development”-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი.